მანიაკეთის საჯარო სკოლის 10 მოსწავლეს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა 
15-11-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის 10 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - სალომე საგინაძეს (XI კლასი), თამუნა შავაძეს (XI კლასი), თემურ ღორჯომელაძეს (XI კლასი), ლონდა შამანაძეს (IX კლასი), დაჩი შავაძეს (IX კლასი), საბა საგინაძეს (VIII კლასი), ლუკა საგინაძეს (VIII კლასი), მაგდა საგინაძეს (VIII კლასი) ქრისტინა საგინაძეს (VIII კლასი) და რატი საგინაძეს (VIII კლასი) „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის ფარგლებში დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ხულოს მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური კონკურსის პირველი ეტაპი14 ნოემბერს ჩატარდა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203