მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ
15-11-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.

შესაბამისად, 2 ოქტომბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნაზე, მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი შემართებითა და მოტივაციით მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა, თავიანთი სპორტული შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და საკმაოდ  წარმატებით იასპარეზეს. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წახალისება, მათი მოტივაციის ამაღლება და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნა. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203