გარდაბნის N3 სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო დეკორაციები შექმნეს
15-11-2023

გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, შემოდგომის თემატიკაზე, შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს. 

მოსწავლეებმა, ნამუშევრები ხელოვნების გაკვეთილზე გააკეთეს და საკლასო ოთახი, თავიანთი ნაშრომებით მორთეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს, პედაგოგები - სევდა შახვერდიევა და გამიდა სადიკოვა, ხელმძღვანელობდნენ

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას, კრეატიული აზროვნების განვითარებას და მათთვის საინტერესო სასწავლო პროცესის შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203