ვერნების საჯარო სკოლის 13 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
15-11-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - თიკა აბაშიძეს (VIII კლასი), ინგა სურმანიძეს (VIII კლასი), ნინო სურმანიძე (VIII კლასი), ლუკა ხოზრევანიძეს (VIII კლასი), ანა სურმანიძეს (IX კლასი), ხვიჩა სურმანიძეს (IX კლასი), მარიტა სურმანიძეს (IX კლასი), დიანა სურმანიძეს (XI კლასი), თამარ აბაშიძეს (X კლასი), მარი აბაშიძეს (X კლასი), ზურაბ სურმანიძეს (X კლასი), მირდატი სურმანიძეს (X კლასი) და არსენ შაინიძეს (XI კლასი) „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის ფარგლებში დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ხულოს მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური კონკურსის პირველი ეტაპი14 ნოემბერს ჩატარდა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203