საღამოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი შემართებით დაიწყეს
15-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

პედაგოგმა, ჰაიკუი ჰახვერდიანმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული სახალისო გაკვეთილი შესთავაზა. მათი განწყობა ლამაზად მორთულმა საკლასო ოთახმა აამაღლა, რომელიც სწორედ მათი მოტივაციის ამაღლებისთთვის მოეწყო.

აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესითა და ყურადღებით აკვირდებოდნენ, რომელთა მოხაზვასაც შემდგომ თავადაც ცდილობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203