ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს
15-11-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

ეს დღე მათ პედაგოგმა, მზია ჯავახიშვილმა სადღესასწაულოდ უქცია და ბავშვებს, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. პედაგოგი, ბავშვებს ასევე „დედაენის“ ავტორის, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა და მის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მიაწოდა.

აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203