პოეზიაზე შეყვარებული მოსწავლეები და მხატვრულად წაკითხული „ტატოს მერანი“ - შთამბეჭდავი საღამო ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში 
15-11-2023

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში, პოეზიის საღამო მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

ღონისძიება მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ნაზი მასწავლებელთან ერთად გამართეს. 

მოსწავლეებმა, დიდი სიყვარულით, პატივისცემით გააცოცხლეს ქართული პოეზია და მხატვრულად წაიკითხეს „ტატოს მერანი“. 

ემოციებით დატვირთული, შემოქმედებითი და დაუვიწყარი იყო პოეზიის საღამო ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში. 

სკოლაში საინტერესო გაკვეთილების სერია გრძელდება, სწორედ ამის დასტურია ემოციებით დათვირთული დღე მეთერთმეტე კლასში. 

აღსანიშნავია, რომ საგნის მასწავლებელი ნაზი ტაკიძე, კლასის ხელმძღვანელი კი, ირინა ქასრაშვილი გახლავთ. 

„ტატო პოეზიის უგვირგვინო მეფე... სიყვარულით გარემოცული სამყარო და მათი მხედრები მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ნაზი მასწავლებელთან ერთად....სიყვარული და სიხარული, ემოცია და აღზევება ... ყველა ერთმანეთში ირეოდა... მისწრაფება... ტატოს მერანთან... ბედთან... ჭიდილი... ემოციები. ასე დასრულდა ეს ლამაზი დღე...

წარმატებები და წინსვლა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს!“, - ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203