„ვიცნობდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ კულტურას“ - ითხვისის N1 სკოლაში საინტერესო პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
15-11-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში, პროექტის- „ვიცნობდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ კულტურას“, შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ პროექტში ჩართულნი იყვნენ მე-8 კლასის მოსწავლეები, მათ შეაჯამეს პროექტის ფარგლებში მოწყობილი აქტივობები და პრეზენტაცია საინტერესოდ წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ქართული გალობის ნიმუშებს, საერო და სასულიერო მოღვაწეების შემოქმედებით გზას. ასევე, შეძლეს ლექსების გამომსახველობით წაკითხვა. 

პროექტის მონაწილეებმა მოინახულეს ქუთაისი, ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი, პოეზიისა და ხელოვნების კერა.

აღსანიშნავია, რომ გელათის აკადემიაში, მოსწავლეებმა, გალობის ფონზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები დავით აღმაშენებელზე.

ბავშვებს მიეცათ საშუალება წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები. მოსწავლეებმა შეძლეს მსმენელზე ემოციური ზეგავლენის მოხდენა და დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს. 

პროექტის შემაჯამებელმა პრეზენტაციამ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა მსგავს პროექტებში ჩართულობის სურვილი გამოთქვეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203