მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე საინტერესოდ აღნიშნეს
15-11-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, გაკვეთილი ბავშვების საყვარელი მწერლის -  ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს მიეძღვნა.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ დაწყებითი და საბაზო საფეხურების მოსწავლეებთან ერთად გაიხსენა სახელოვანი მწერალი და მისი გმირები. 

ბავშვებმა ასევე მისი ცნობილი ნაწარმოები „პეპი გრძელწინდა“ გაიხსენეს.

„გოგონები ცდილობდნენ პეპის მსგავსად გაეკეთებინათ ვარცხნილობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ისინი ასევე სხვადასხვა სახალისო აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ. 

აღნიშნულ დღეს, მოსწავლე-მასწავლებმა გაიხსენეს მწერლის წიგნებიდან ამონარიდები და გამონათქვამი - „მე მინდა ვწერო ისეთი მკითხველებისათვის, რომელთაც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. სასწაულებს კი მაშინ ახდენენ ბავშვები, როდესაც წიგნებს კითხულობენ“.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

„ბოლოს, მშობლიური სკოლის ბიბლიოთეკიდან ასტრიდის წიგნები წავიყოლეთ ფცაში“, - გვიყვებიან სკოლაში. 

შეგახსენებთნ რომ 14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203