ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში შეერკინნენ
15-11-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური თამაში - „რა,სად, როდის?“, მე-9, მე-10, მე-11 კლასის გუნდებს შორის მოეწყო. დიდი კონკურენციის მიუხედავად, ყველა გუნდმა საუკეთესოდ წარმოაჩინა შესაძლებლობები. 

აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური კითხვები ყველა საგნობრივ კატეგორიას მოიცავდა.

დაძაბული შერკინების შემდეგ, გამოვლინდნენ ღირსეული გამარჯვებულები. 

აღსანიშნავია, რომ თამაშის ორგანიზატორი მასწავლებელი ლალი ბანძელაძე და ხელმძღვანელი ისტ-ის მასწავლებელი თამუნა გვაზავა, გახლდათ. 

სკოლაში, მოსწავლეების წარმატებით, სხარტი აზროვნებითა და გონებამახვილობით ამაყობენ და მათ წარმატებას უსურვებენ. 

„წარმატებები, ბავშვებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203