ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში დებატების კლუბის შეხვედრა წარმატებით ჩატარდა
15-11-2023

სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო შეხვედრები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში პროექტის - „დებატები უკეთესი განათლების“ ფარგლებში, დებატების კლუბის სუპერვიზირება წარმატებით ჩატარდა.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ცოდნა აიმაღლეს და საჭირო გამოცდილება მიიღეს.

„სასიხარულოა დირექციის, მოსწავლეებისა და კლუბის ხელმძღვანელის ასეთი ენთუზიაზმი და მოტივაცია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203