გურჯაანის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
15-11-2023
გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ თქვენ და ყველა თქვენს თანატოლს. სწავლითა და შრომით წარმატება ყველა ეტაპზე მოვა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს