ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე საინტერესო თემებით წარდგნენ
15-11-2023

თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი და ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

11 ნოემბერს, თბილისში ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა XXI შეკრება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის VII და XI კლასის მოსწავლეებმა.

თამთა ჭანუყვაძემ, ლიზა ჭანუყვაძემ და ანანო მახარაძემ, ინგლისური ენის პედაგოგის თინანო სანიკიძის ხელმძღვანელობით, დაიცვეს თემა - „ბრიტანული, აჭარული და იმერული ცრურწმენების მსგავსება და განსხვავება“. 

ანრი ქოქოლაძემ და გაგა ბერიძემ კი წარადგინეს თემა - „გაცოცხლებული“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ქეთო საფარიძის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებაში მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად ესწრებოდა სკოლის დირექტორი მურმან ზაქარაძე და მშობელი მზიანა ზოიძე.

ამისთვის მათ მოსწავლე-მასწავლებლები მადლობას უხდიან. 

„მადლობა, მათ მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203