
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა იზეიმეს.
სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ფერადი შემოდგომა მიდის“.
მოსწავლეები ღონისძიებისთვის მოამზადეს მუსიკის მასწავლებელმა - ლალი გაფრინდაშვილმა და დაწყებითი კლასების პედაგოგებმა - შორენა ლომიძემ და მაკა ნეფარიძემ.
ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. მოსწავლეებმა შეასრულეს შესანიშნავი სიმღერები და ლექსები, შემდეგ ამოავლეს ჩურჩხელები.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„დღემ მეტად ლამაზად და სასიამოვნოდ ჩაიარა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: