რუსთავის N5 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ფრენბურთში, საქალაქო პირველობაში წარმატებით იასპარეზა
15-11-2023

რუსთავის N5 საჯარო სკოლაში კარგად ესმით, რომ სპორტი ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია, შესაბამისად მოსწავლეებს სპორტული ცხოვრებისკენ მოუწოდებენ, მოსწავლეები კი სხვადასხვა ღონისძიებებში ხალისით ერთვებიან და წარმატებასაც აღწევენ. 

რუსთავის სკოლებს შორის ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადა - პირველობა ფრენბურთში, სადაც გალაკტიონ ტაბიძის სახელობის რუსთავის N5 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და საპატიო II ადგილი დაიკავა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ პედაგოგებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203