ჟანივრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმტაცი საშემოდგომო ღონისძიება
15-11-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, ღია ცის ქვეშ საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. აღნიშნულ აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, ენთუზიაზმითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203