დაბაძველის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ
15-11-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ - ამირან ხიმშიაშვილთან ერთად, ნაფიცი მსაჯულების როლში, იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩაერთნენ. 

იმიტირებული პროცესი, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ორგანიზებული გახლდათ, სადაც მონაწილეებს, უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობასა და ოჯახიდან 2 წლით განცალკევებასთან დაკავშირებით.

პედაგოგი განსაკუთრებულ მადლობას უხდის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს და სამოქალაქო განათლების წარმომადგენლებს ამ შესაძლებლობისთვის.

მოსწავლეებისთვის, იმიტირებული სასამართლო პროცესი ძალიან საინტეერსო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203