მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ სპარტაკიადაში წარმატებით იასპარეზეს
15-11-2023

შუახევის სპორტული ცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სპორტულ ცენტრში ჩატარდა მოსწავლეთა სპარტაკიადა მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობებში.

სპორტულ ღონისძიებაში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და წარმატებით იასპარეზეს. 

მარიამ მაკარაძემ ბადროს ტყორცნაში პირველი საპრიძო ადგილი დაიმსახურა, ხოლო გელა ნაკაიძემ 1000 მეტრზე რბენაში გაიმარჯვა. 

სპორტული ღონისძიების მსვლელობას ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს წევრები: მალხაზ ტაკიძე, მურად ქათამაძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: მირიან აბაშიძე, რუსუდან შავაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203