ხაიშის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
15-11-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში წარმატებით არიან ჩართულნი. 

7 ნოემბერს, ხაიშის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.

სკოლაში შესარჩევი ტური საინტერესოდ წარიმართა, კონკურსის გამარჯვებული კი სკოლას წარადგენს უკვე თეთრიწყაროს მუნიციპალურ ტურზე. 

შესარჩევ ტურში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ „ყველაზე ძლიერები“ და „ხაიშელი ტვინიკოსები“. 

„შეჯიბრი დამთავრდა 60-40-ზე“,- გვეუბნებიან სკოლაში და გამარჯვებულ გუნდს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203