მრავალფეროვანი მეგრული შემოდგომა წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში 
15-11-2023

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება შთამბეჭდავად წარმოადგინეს. დღე, ფერადი და ბარაქიანი იყო სკოლისთვის. შემოდგომის კვირეულის ფარგლებში, დაწყებით საფეხურზე, მშობელთა ჩართულობით, მოეწყო ულამაზესი კომპოზიციები: „შემოდგომის დედოფალი“, „ქოლგა გახუნებულ ფერთა გამაში“, ასევე, ათუხთუხდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარა მეგრელმა „დიასახლისებმა“ სადებიუტო ელარჯი მოამზადეს. 

„თითოეულ კლასში დააჭაშნიკეს ოჯალეში. მოწვეულმა სტუმრებმა  ქართული სადღეგრძელოებით დალოცეს ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება. მრავალ შემოდგომას დასწრებოდეთ მეგობრებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203