ქვემო თხილვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურეს
14-11-2023
დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

ინტელექტუალური კონკურსის პირველ ეტაპში მოსწვლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს. ყველა მოსწავლემ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203