ზიკილიის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
14-11-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოთა ხელმძღვანელობით და მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები ტარდება.

ამჯერად, სკოლის დაწყებით კლასებში საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო. მოსწავლეები ლამაზ, სადღესასწაულო სამოსში გამოეწყნენ, სკოლის ეზო „შემოდგომის ფერებში“ მორთეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ნომრებით წარდგნენ.

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციებით აღსავსე იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203