მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
14-11-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, საგანმანათლებლო პროექტის - „დიდგორელის“- მეორე ტურში მონაწილე IX და IX კლასების მოსწავლეები მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.

მათ ისტორიის მასწავლებელ ლამარა ბიბილურთან და სკოლასთან ერთად სერტიფიკატები გადაეცათ.

მოსწავლეებით სკოლაში ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203