ბათუმის „მეგასკოლაში“ ღია კარის კვირეული გაიმართა.
კვირეულში მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ, ესწრებოდნენ გაკვეთილებს, ეცნობოდნენ სტრატეგიებსა და მიდგომებს, რომლებსაც პედაგოგები საგაკვეთილო პროცესში იყენებენ.
გაკვეთილის ბოლოს იმართებოდა ბრიფინგი, სადაც განიხილებოდა ესა თუ ის ინოვაციური მეთოდი.
„სკოლა მშობლის გარეშე არასრულფასოვანია. მხოლოდ სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოზარდის მრავალმხრივ განვითარებას, ამიტომ მშობელმა პასუხისმგებლობის თავისი წილი უნდა აიღოს. სკოლა და ოჯახი ერთიანი ძალებით უნდა ზრუნავდეს ბავშვის გონებრივ თუ სულიერ განვითარებაზე, ასეთი მიდგომებით კი ეს მარტივად მიიღწევა“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს