ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკატერინე გოგიჩაძე ხელოვნების ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისათვის დიპლომით დაჯილდოვდა
14-11-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან. 

სწორედ ერთ-ერთი მათგანია II კლასის მოსწავლე ეკატერინე გოგიჩაძე. ამჯერად, ის ხელოვნების ფესტივალში - „ოქროს შემოდგომა“ ჩაერთო, შესაძლებლობები წარმოაჩინა, დრო ნაყოფიერად გაატარა და წარმატებული მონაწილეობისათვის დიპლომით დაჯილდოვდა. 

აღსანიშნავია, რომ ეკატერინე გოგიჩაძე ტყიბულის საბალეტო სკოლის აღსაზრდელია. ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში კი მის განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე კლასის დამრიგებელი ლია ბარბაქაძე ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203