წინწყაროს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასა და ალი იბნ აბუ ტალიბის მეჩეთში იმყოფებოდნენ
14-11-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, პროფესიონალი პედაგოგები კი მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, IVა კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ექსკურსია გაიმართა. მეოთხეკლასელები წინწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში და ქოსალარში ალი იბნ აბუ ტალიბის მეჩეთში იმყოფებოდნენ. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებს პედაგოგი მათგან განსხვავებულის მიმღებლობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„სხვისი ცხოვრების წესის, სხვისი აღმსარებლობის პატივისცემა ადამიანმა უნდა ისწავლოს ბავშვობის ასაკიდან ოჯახში, შემდეგ კი სკოლაში. ტოლერანტული საზოგადოება ტოლერანტი ინდივიდებისაგან შედგება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203