„გამოიცანი“- ხევაშენის საჯარო სკოლაში საგნობრივი ვიქტორინა გაიმართა
14-11-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან მათემატიკური ვიქტორინა - „გამოიცანი“ ჩატარდა, რომლის დევიზიც იყო - „ვისწავლოთ ერთმანეთით გამარჯვება“. აქტივობის მიმდინარებაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა, მასში მოსწავლეები ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ. ვიქტორინის ორგანიზატორმა, მათემატიკის მასწავლებელმა, ცისანა ობოლაძემ კი გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.

„ვიქტორინამ ბავშვებს ლოგიკური აზროვნების განვითარების საშუალება მისცა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203