კოდის საჯარო სკოლას ეროვნულ კონფერენციაზე მადლობის სიგელი გადაეცა 
14-11-2023
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს, რომლებიც მნიშვნელოვან პროექტებსა და ღონისძიებებში ერთვებიან. 

10 ნოემბერს, უანდემ გრანდ თბილისის საკონფერენციო დარბაზში, ეროვნული კონფერენცია - „სამეწარმეო განათლების, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის დანერგვა ზოგადი განათლების საფეხურზე“, გაიმართა. 

კონფერენციაში კახეთის, გურიის და ქვემო ქართლის 34 პარტნიორი სკოლა იყო წარმოდგენილი. მათ შორის, კოდის საჯარო სკოლაც. მონაწილეობდნენ ევროკავშირის, განათლების სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

აღნიშნულ ამ სკოლებში ორი წელია ფუნქციონირებს „იდეების და მეწარმეობის ლაბორატორიები“ და განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

კონფერენციის დასასრულს, პარტნიორ სკოლებს მადლობის სიგელები, ფასილიტატორებს კი - სერტიფიკატები გადაეცათ. 

„მადლობა, ქალბატონ დალი გაბრიჭიძეს ამ შესაძლებლობებისთვის და ნდობისთვის; ასევე ქალბატონ ლალი შიხიაშვილს პროექტის გაგრძელების მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მადლობა, ფასილიტატორებს - ნინო ოქროპირიძეს და ანა პაპაშვილს პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის და ასევე, ჩვენი სკოლის იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის კლუბის ყველა წევრს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203