
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინტერესო პროექტებსა და აქტივობებში ერთვებიან.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა პედაგოგი ცისანა ურთმელიძე გახლავთ, პროექტის - „ნიკო ნიკოლაძე-კაცი, რომელმაც დროს გაუსწრო“ - ფარგლებში, ნიკო ნიკოლაძის ღირსეული მოღვაწეობის შესახებ მოძიებული ცნობების საფუძველზე, კონფერენცია ჩაატარეს.
აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ცხოვრების ეპიზოდებზე ისაუბრეს და ცოდნა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.
აქტივობაში ისინი ინტერესით, ენთუზიაზმითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
კონფერენცია, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საინტერესო და შემეცნებითი კუთხით წარიმართა.
მსგავსი შეხვედრები და კონფერენციები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: