„ჩემი იდეალური ოთახი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა
14-11-2023

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში ინგლისური ენის გაკვეთილზე, პედაგოგ იულია კუხალაშვილის ხელმძღვანელობით კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - „ჩემი იდეალური ოთახი“ ჩატარდა.

კომპლექსური დავალების ფარგლებში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა შეისწავლეს ახალი სიტყვები, გრამატიკული კონსტრუქციები (There is და There are) და ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი წინდებულები.

ცოდნის შეჯამებისას, ბავშვებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება, დახატეს და აღწერეს მათთვის იდეალური ოთახი, ისაუბრეს ოთახში ავეჯისა და სხვა ნივთების განლაგებაზე.

„პრეზენტაციის დროს ბავშვებმა დიდი მონდომებითა და ინტერესით გაუზიარეს ერთმანეთს „იდეალური ოთახის“ იდეები, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა

„ამ დავალებამ გააღრმავა მოსწავლეთა გრამატიკის ცოდნა და მეტყველების უნარი“, - აღნიშნანვენ სკოლაში.

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლაში აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203