
მარნეულის N1 საჯარო სკოლაში, სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრებმა, საინტერესო აქტივობები მოაწყვეს.
კათედრების ორგანიზებით, „მრავალფეროვანი საქართველოს“, ფარგლებში, მე-10 - მე-11 კლასებში, ინტეგრირებული პროექტი გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები, ქუთაისში იმყოფებოდნენ, ასევე პრომეთეს მღვიმე მოინახულეს და შთაბეჭდილებებით სავსენი დაბრუნდნენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, არაფორმალურ განათლებასა და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: