შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს გონიერებასა და აზროვნებაში შეერკინნენ 
14-11-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში, შიდა სასკოლო ინტელექტუალური თამაში გაიმართა. 

კონკურსი - „ტვინების ბრძოლა“,15 ნოემბერს, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - თეიმურაზ მაჭარაშვილის თაოსნობით მოეწყო.

მოსწავლეები შიდასასკოლო პირველობისთვის, დიდი შემართებითა და ამაღლებული განწყობით იბრძოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ერთმანეთს მე-6 კლასის გუნდი - „ავანგარდი“, მე-7 კლასის გუნდი - „მუშკეტერები“ და მე-8 კლასის გუნდი - „შუკა“, შეეჯიბრნენ.

საბოლოოდ, შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და გამარჯვება მე-7 კლასის გუნდ - „მუშკეტერებს“ ერგოთ. გუნდს გადაეცა შესაბამისი სიგელი და მონაწილეებმა, რეგიონულ ტურში მონაწილეობის  უფლება მოიპოვეს, რომელიც 26  ნოემბერს გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203