ლაშქრობა დადიანების სასახლეში - გასვლითი ღონისძიება დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში 
14-11-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა,  ფეხით იმოგზაურეს და დადიანების სალხინოს რეზიდენცია მოინახულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლაშქრობის დროს მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ: ფეხით სიარული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური სიჯანსაღისთვის; ლაშქრობის დროს უკეთ შეიგრძნობენ იმ ადგილების სილამაზეს, რაც მანქანით მგზავრობისას ფიზიკურად შეუძლებელია; სუფთა ჰაერზე ყოფნა სხეულს აჯანსაღებს; მსგავსი აქტივობები კარგია მოსწავლეთა დასაახლოვებლად, თანამშრომლობით უნარების გასავითარებლად; მარშრუტი, რომელიც მოსწავლეებთან შეთანხმებით შეირჩა, არ იყო რთული.

აღსანიშნავია, რომ აქტივობა რამოდენიმე საგნის ინტეგრირებით გაიმართა, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები :ვლადიმერ ერქვანია და ნატრული ჯანჯღავა.ასევე მათემატიკისა და ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებლები: ნონა თოდუა და ნონა ერქვანია.

დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203