გალავნის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186-ე წლისთავს საინტერესო კვირეული მიეძღვნა
14-11-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186-ე წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლაში, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მწერლის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას, ყველა კლასის მოსწავლეები გაეცნენ. მათ, მის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებით  დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „ილიას ცხოვრების გზაზე“ მოამზადეს.

„პრეზენტაციაზე ბავშვებმა მწერლის პოეზიასა და პროზაზე ისაუბრეს, მისი ნაწარმოებები გააცოცხლეს და შემოგვთავაზეს მათი საინტერესო ინსცენირება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება დაგეგმა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203