მაჭატიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
14-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
მშობლიური ენის პედაგოგმა - ლუსია უზუნიანმა, ბავშვებს ეს დღე დღესასწაულად უქცია და მათ პირველი ასო-ბგერები მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილით გააცნო.
მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებმა გაახალისა. ისინი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და ცოდნა აიმაღლეს.
ეს დღე პირველკლასელებისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.