საშემოდგომო ჟრიამული და ხალისიანი მოსწავლეები - ამაღლებული განწყობა უჩხოს საჯარო სკოლაში 
14-11-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში დიდი საშემოდგომო ჟრიამულია.

ხალისიანი მოსწავლეები, მასწავლებელ ნინო სოლომონიძესთან ერთად, სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, გარემო შემოდგომის ნუგბარითა და დეკორაციებით მორთეს და ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად აქციეს.

მოსწავლეები საშემოდგომო ტრადიციებს გაეცნენ, სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებებზე ისაუბრეს და ბევრი იხალისეს.

ამღერებული და აცეკვებული მოსწავლეები, გახარებული მასწავლებელი, ოქროსფრად მორთული სკოლის ეზო - ასეთია შემოდგომა უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203