
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით - „შემოდგომის მელოდია“.
ღონისძიება ოროჯალარის საჯარო სკოლის მე-2 კლასში გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით, შემართებითა და ამაღლებული განწყობით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი იყო ამავე კლასის დამრიგებელი - ერაზიკ ელოიანი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ლამაზად მორთული სცენიდან, დამსწრე საზოგადოებას მხატვრულად წაკითხული ლექსები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზეს და დაუვიწყარი სანახაობა მოუწყვეს.
იხილეთ ფოტოები: