„ექიმის საათი“ - საპილოტე პროექტი მანავის საჯარო სკოლაში 
14-11-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში, საპილოტე პროექტი განხორციელდა, სახელწოდებით - „ექიმის საათი“. 

პროექტი lll კლასში, დამრიგებლის - ანა რცხილაძე და სკოლის ექიმის - მაია ოზგელდაშვილის ხელმძღვანელობით, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პილოტირებული პროექტი - „ექიმის საათი“, გაეროს მოსახლეობის ფონდის და საინფორმაციო, სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ მიერ განხორციელდა. 

პროექტი ეხებოდა მეტად აქტუალურ  და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებს: „ჯანმრთელობა“,   „ურთიერთობები“, „უსაფრთხოება“ და „თანასწორობა“. 

აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანი და ბავშვებისთვის სახალისო აქტივობებით იყო დაგეგმილი და მშობლების აქტიური ჩართულობით, ასევე სკოლის დირექციის, ტრენერების - ირმა შველიძის, მაია საგინაშვილის, ხათუნა ხაჟომიას და ქეთევან ჭელიძის მხარდაჭერით განხორციელდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვების და მშობლების მხრიდან უკუკავშირის მიხედვით პროექტი მეტად საინტერესო, აქტუალური და საჭირო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203