აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიება ჩაატარეს
14-11-2023
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში, ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა, 8 ნოემბერს, ქართველი პოეტის და მწერლის, საზოგადო მოღვაწის, „ერის მამის“ - ილია ჭავჭავაძის, დაბადების დღე შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიებაში, IX, X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ,, მათ  უფროსკლასელებმა გააცნეს:

  • ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია;
  • შემოქმედება;
  • ისაუბრეს მის ღვაწლზე საქართველოს წინაშე;
  • განიხილეს ილიას გამონათქვამების მნიშვნელობა მომავალი თაობებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი - მარიამ ადონია, ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203