
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ბარბარე ბარძიმაძე ახალციხის საერთაშორისო ღია პირველობაზე, მძლეოსნობაში, გოგონათა შორის 300 მეტრ რბენაში წარმატებით მონაწილეობდა.
მან შეჯიბრებაში მე-3 ადგილი დაიკავა, რისთვისაც სიგელით, ბრინჯაოს მედლითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.
მეხუთეკლასელის წარმატებით სკოლაში ამაყობენ და მას მომავალში წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებს მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: