
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადებისა და მასწავლებლის ეროვნული დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უამრავი შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს.
ბავშვებმა დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
ბავშვებმა ასევე პედაგოგის პროფესიის შესახებ ისაუბრეს, საყვარელი მასწავლებლები დაახასიათეს და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტო: