„არა ნარკოტიკს!“ - კიროვაკანის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები განხორციელდა 
14-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები ბავშვებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-12 კლასში რუსული ენის მასწავლებელმა - ლილით ენგიბარიანმა ​საინტერესო გაკვეთილი თემაზე -  „არა - ნარკოტიკს!“ ჩაატარა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი დატვირთული იყო საინფორმაციო აქტივობებით.

მოსწავლეებმა ისაუბრეს, იმსჯელეს იმ უარყოფით შემთხვევებსა და შედეგებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკის მოხმარებამ.

„ბავშვები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ნარკოტიკის გამოყენება, ერთ-ერთი მავნე ჩვევაა, რომელიც გავრცელებულია, როგორც მოზარდებში, ასევე ზრდასრულებში“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მეთორმეტეკლასელებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, შექმნეს პოსტერი, რომლითაც სხვებსაც მოუწოდეს: „არა ნარკოტიკს!“

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203