
ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. ამასთან დაკავშირებით, პედაგოგები მათ სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, თემაზე - „ჩვენი დედამიწა“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით.
გაკვეთილზე მეორეკლასელებმა თემატური ნახატები შექმნეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მათ ასევე ისაუბრეს, თუ რა გავლენა აქვს ადამიანს გარემოზე და როგორი მნიშვნელოვანია დედამიწის მოვლა.
ეს დღე საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა გარმეოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: