
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ტურნირსა და ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-3 ბ კლასელი ნუკა ლოლაძე, რომელიც გოგონათა შორის, ჭადრაკის ტურნირში, თასის მფლობელი გახდა.
ტურნირი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბუხუტი გურგენიძის მემორიალის დასრულების ფარგლებში გაიმართა.
დირექცია, დამრიგებელი ანა რცხილაძე და მოსწავლეები მესამეკლასელს ამ დიდ გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსრუვებენ კიდევ ბევრ ტურნირში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: