მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობდნენ 
13-11-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა სპორტული აქტივობა და შეჯიბრი იმართება.

ამჯერად, მოსწავლეები, სპორტის მასწავლებელ მალხაზ ოქრომელიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად მონაწილეობდნენ „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2023-2024-ში“. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ოლიმპიადა 2008-2010 წლებში დაბადებულ ვაჟებსა და გოგონებს შორის ჩატარდა. მათ შეჯიბრებაში შესაძლებლობები წარმოაჩინეს. საბოლოოდ კი 1-ელი ადგილი გოგონებმა, მე-2 კი ბიჭებმა დაიკავეს.

სკოლის დირექცია სპორტის მასწავლებელს მალხაზ ოქრომელიძესა და მოსწავლეებს ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობას ულოცავს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგი მალხაზი ოქრომელიძე დეკემბრის ოლიმპიადისთვის ემზადება.

„ის აქტიურად მონაწილეობს ყველა სასკოლო, თუ რეგიონულ შეჯიბრებებში და უმეტესად პირველი ადგილებით ბრუნდება. აქვს მრავალი ჯილდო მიღებული - თასები, მედლები, სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრებიც. აღსანიშნავია, რომ მას კიდევ მრავალი ღონისძიება აქვს დაგეგმილი“,- გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლების წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203