საძელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მაგიდის ჩოგბურთში, პირველი ადგილი დაიკავა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლის მასწავლებელთა მთავარი საზრუნავი მოსწავლეების წარმატებული მომავალი, მათი მოტივირება და ცოდნის გაღრმავებაა.
გარდა ამისა, სკოლაში უდიდესი ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სპორტსაც ეთმობა. ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლები არაერთ თემატურ აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად კი, ვაჟთა შორის, პირველ ადგილზე საძელის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: