მარნეულის N6 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა კახეთის შესახებ ღონისძიება გამართეს 
13-11-2023
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა ღონისძიებითა და აქტივობითაა გაჯერებული.

ამჯერად, მე-4 კლასმა პროექტ „კულტურული მრავალფეროვნების“ ფარგლებში, ღონისძიება გამართა. ხმათა უმრავლესობით, მოსწავლეებმა კახეთის რეგიონი აირჩიეს და სტუმრებს მისი ისტორიულ-გეოგრაფიული თუ კულტურული მრავალფეროვნება გააცნეს.

ღონისძიების მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, ცნობები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

მათმა ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203