„მე მასწავლებელი“ - ბათუმის N30 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის პედაგოგების როლი მოირგეს
13-11-2023
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც იაკობ გოგებაშვილის იუბილე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მე-4 კლასის მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.

მათ კვირეულის ფარგლებში პროექტი - „მე მასწავლებელი“ გამართეს. მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის მასწავლებლის როლი მოირგეს და სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები ჩაატარეს. 

მეოთხეკლასელებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203