
ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლას, საქველმოქმედო ფონდი „მადლი“, ჯემალ დემურაძის ხელმძღვანელობით სტუმრობდა.
სკოლაში დაუვიწყარი საცირკო წარმოდგენა გაიმართა, რომელსაც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ესწრებოდნენ.
მოსწავლეები მოიხიბლნენ შთამბეჭდავი სანახაობით, ბევრი იხალისეს და ბოლოს, ცირკის მსახიობებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებაზე და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: