ბავრის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის 186-ე წლისთავი აღინიშნა
13-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არაქართულენოვანია, პედაგოგები ბავშვებს ქართველ მწერლებს აქტიურად აცნობენ და მათთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებებს ატარებენ.

ამჯერად, სკოლაში, დიდი საზოგადო მოღვაწისა და გამოჩენილი ქართველი მწერლის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186-ე წლისთავი აღინიშნა.

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ლექსები წაიკითხეს, მის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

ბავშვებმა აღნიშნული აქტივობების მეშვეობით მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203